მდინარე ივრის ხეობა მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილში. მომხიბლავი ლანდშაფტი მხარს უჭერს მტაცებელი ფრინველების, ზაზუნებისა და ფოცხვრების სიცოცხლისუნარიანობას, ისევე, როგორც მრავალ მცენარეს, მათ შორის, კავკასიურ აკაკის, ჭაობის მუხასა და ღვიას. აღნიშნულ ლანდშაფტს, თავისი მდიდარი ბიომრავალფეროვნების მიუხედავად, ჭარბი ძოვება და კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის, რომელიც გამოიხატება მდინარის გასწვრივ წარმოქმნილი ეროზირებული ხევითა და მოდებული ავშანით (Artemisia lerchiana). საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული „მდინარე ივრის ჭალის ტყისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის“ პროგრამა ეძებს რთული პრობლემის შემოქმედებით გადაწყვეტას.

გადაჭარბებულმა ძოვებამ ხელი შეუწყო გარკვეული სახეობების ზრდას, როგორიცაა ავშანი.
საერთაშორისო საკონსერვაციო არასამთავრობო ორგანიზაციის BirdLife Europe_ისა და ადგილობრივი პარტნიორის – საბუკოს (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) ხელმძღვანელობით, საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენას მდინარე ივრის ხეობაში, რომელიც მოიცავს სტეპის ჰაბიტატებს, ჭალის ტყეს, კავკასიურ ნათელ ტყესა და მძიმედ ეროზიულ, მეტად დამახასიათებელ უსიცოცხლო მიწებს.
საპროექტო არეალის ვიზიტის დროს საფრთხის ქვეშ მყოფი ლანდშაფტების პროგრამის მენეჯერი დავით ტომასი აღწერს მდინარე ივრის ხეობის ზამთრის საძოვრის მნიშვნელობას. აღნიშნულ ტერიტორიას რამდენიმე ათეული ათასი ცხვარი ეწვევა მეზობელი მთებიდან, რომელიც აქტიურად გამოიყენება სეზონური მიგრაციისთვის. გადაჭარბებულმა ძოვებამ და სახნავ-სათესად გამოყენებად ირიგაციასთან ერთად გამოიწვია ტერიტორიების ფართომასშტაბიანი დეგრადაცია, გაუდაბნოება და ბიომრავალფეროვნების განადგურება აღკვეთილის ტერიტორიებზე.
მდგრადი ძოვების დანერგვა, მდინარე ივრის ხეობის ეკოსისტემური პროცესებისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების აღდგენა, საბუკოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთანავე, რთული გამოწვევაა, ვინაიდან ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო საკუთრებაა. აუცილებელია, რომ მიწის მესაკუთრემ თავად ნახოს და გაიგოს პირუტყვის ლიმიტირებული რაოდენობის მნიშვნელობა. ამასთანავე, აუცილებელია სტიმულირების სხვა გზების შემუშავება.

პასტორალიზმი და პირუტყვის სეზონური ძოვება ივრის ხეობის კულტურული ლანდშაფტის საკვანძო ნაწილს წარმოადგენს. ფოტო: თეიმურაზ პოპიაშვილი
სამწუხაროდ, მწყემსებთან გამართულმა დიალოგმა გამოავლინა, რომ მათი დარწმუნება არც ისე მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ მწყემსები ამჩნევენ საძოვრების დეგრადაციას და საძოვრების ხარისხის გაუარესებას, მათი აზრი, აღნიშნულ პრობლემაზე კლიმატის ცვლილებით, კონკრეტულად კი წვიმების შემცირებით შემოიფარგლება და არა პირუტყვის რაოდენობის ათჯერ ზრდით.
საბუკოს ერთ-ერთი სტრატეგიაა 900 ჰექტარი მიწის დეტალური შესწავლა, რომელიც საჯარო საკუთრებაშია და ჭაჭუნას აღკვეთილის ნაწილს წარმოადგენს. საბუკომ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, საბუკო მოახდენს აღნიშნული ტერიტორიების აღდგენას და ამასთანავე, ცნობადობას აამაღლებს მიწის ალტერნატიული მენეჯმენტის დადებით შედეგებზე საძოვრებსა და ბიომრავალფეროვნებაზე. მოცემული ტერიტორია წარმოადგენს სადემონსტრაციო ადგილს, რომელიც საბუკოს მისცემს შესაძლებლობას საძოვრების მდგრადი მართვის შესახებ დიალოგი გამართოს მწყემსებთან.
ნებისმიერი საკონსერვაციო პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხალხის აზრის გათვალისწინება და მათი ინტეგრაცია კვლევისა და მართვის პროცესებში, ვინაიდან მეცნიერებს ხშირად შეუძლიათ სწავლა ადგილობრივებისგან, რომლებიც ყოველდღიურად ურთიერთქმედებენ გარემოსთან. საბუკოს რესურსების მენეჯერმა, მარინუს გებჰარდტმა, ნელ–ნელა მოიპოვა ჭაჭუნაში მყოფი ადგილობრივი მწყემსების ნდობა და ორივე მხარემ დაიწყო ცოდნისა და პერსპექტივების აქტიური გაზიარება ერთმანეთთან.
მარინუსმა ტრადიციულ საველე სამუშაოებთან ერთად გამოიყენა დისტანციური ზონდირების თანამედროვე ტექნიკა. გერმანულ ორგანიზაციასთან GIZ-თან (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) თანამშრომლობით, საბუკომ გამოიყენა დრონი, რომლითაც შესაძლებელი გახდა მაღალი რეზოლუციის სურათებისა და საძოვრების ზედაპირული მოდელების რუკაზე დატანება, რაც მონაცემთა ბაზას წარმოადგენს მდგრადი მენეჯმენტის დაგეგმვისათვის და იძლევა ბალახოვანი და ეკოსისტემის ფუნქციებს შორის ურთიერთქმედებების უფრო ღრმა გაგების შესაძლებლობას.



სურათები გადაღებულია დრონის მეშვეობით. ფოტო: მარინუს გებჰარტი
ველზე მარინუსს დახმარებას უწევდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ორი სტუდენტი: სოფიო მაღლაკელიძე და რევაზ კვარაცხელია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც იმ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსტიტეტთაგან ერთ-ერთია, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების კვლევით პროექტებში მონაწილეობას. სტუდენტებმა ტელეფონებისა და ინტერნეტის გარეშე ორი კვირა გაატარეს ჭაჭუნას აღკვეთილში, სადაც საკუთარი მომავალი პროფესიების სამუშაო სტილი გაიცნეს.
ორთვიანი საველე მუშაობის შემდეგ, საბუკომ შეიმუშავა ჭაჭუნას აღკვეთილის რუკა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარუდგინა საძოვრების მართვის რეკომენდაციები (იხ. ქვემოთ). მიუხედავად იმისა, რომ ცხვრის რაოდენობის შემცირება აუცილებლობას წარმოადგენს, ვიმედოვნებთ, რომ მწყემსები ასევე მონაცვლეობით ძოვების პრაქტიკის დანერგვას დაიწყებენ (საძოვრების ცალკეული უბნების პროდუქტიულობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით), რაც მკვეთრად შეამცირებს უარყოფით ზემოქმედებას ადილობრივ არეალზე. შემოთავაზებული გეგმა გახდება სამომავლო იჯარის ხელშეკრულების საფუძველი და დააკმაყოფილებს დაცული ტერიტორიის მოთხოვნებს.

რუქა, რომელიც გვიჩვენებს დეგრადაციის დონესა და დაგეგმილ მონაცვლეობითი ძოვების სქემას.
საავტორო უფლება: მარინუს გებჰარდტი, საბუკო.

დიაგრამა, რომელშიც მოცემულია შემოთავაზებული მონაცვლეობითი ძოვების სქემა და ძირითადი ცვლადები საძოვრების ამჟამინდელი პირობების საფუძველზე
საავტორო უფლება: მარინუს გებჰარდტი, საბუკო.





