
სამწუხაროდ სატელიტური გადამცემით დანიშნული კიდევ ერთი ბექობის არწივი იმსხვერპლა დენის დარტყმამ. ამჯერად შემთხვევა აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვართან მოხდა.
ჩვენი თანამშრომლები შემთხვევის ადგილას გუშინ გაემგზავრნენ და ფოტომასალა და ტრანსმიტერი მოიპოვეს.
აღნიშნული ფრინველი 2017 წლის ივლისში დაუყენდა გადამცემი, შესაბამისად წელს ის უკვე მიგრაციის მეორე სეზონს იწყებდა.
უკანასკნელ სამ წელიწადში საბუკოს მიერ დანიშნული 13 ახალგაზრდა ბექობის არწივიდან 9 სწორედ დენის დარტყმას ემსხვერპლა, რაც დანიშნული ფრინველების თითქმის 70 %-ს წარმოადგენს.
ყველაზე ხშირად ფრინველები იხოცებიან 6-10 კილოვატი (ზოგჯერ 35 კვ-მდე)ელექტროგადამცემი ხაზებით, რომლებიც ბეტონის კონსტრუქციაზე არიან განლაგებული. ყველაზე ხშირად ეს ხდება დენის ხაზების დიზაინისა და კონსტრუქციის გამო.
რკინაბეტონის ან მეტალის ზედა ნაწილში არის ჰორიზონტალური ლითონის ძელი – ე.წ. „ტრავერსა“, რომელიც შედუღებულია საყრდენის შიგნით მყოფ არმატურაზე იზოლატორები მიმაგრებულია ტრავერსაზე, რომლებზედაც არაიზოლირებული მავთულებია მიმაგრებული. ფრინველი შეიძლება დაჯდეს მავთულზე და შეეხეოს ტრავერსას ( ან პირიქით), რაც შემდგომში იწვევს ელექტროდარტყმას და სიკვდილს.
ჩვეულებრივ, ძირითადად ელექტროგადამცემი ხაზები ყვავის და უფრო დიდი ზომის ფრინველებს შორის იწვევს სიკვდილს, მაგრამ ისეთი შემთხვევებიცაა, როცა პატარა ზომის ფრინველებსაც იგივე საშიშროება ემუქრებათ ( მაგალითად შოშიები-Sturnus vulgaris) როცა ისინი მჭიდრო ჯგუფში სხედან მავთულზე (უფრო ხშირია შემთხვევები წვიმის დროს).
აქვე აღსანიშნავია რომ შემთხვევის ადგილას მკვდარ შოშიებსაც გადავიწყდათ, რომლებიც იგივე მიზეზით დაიხოცნენ.
ყველაზე დიდ საფრთხეში მტაცებელი ფრინველები არიან, რომლების საკმაოდ დიდ ზომის არიან და ელექტრო გადამცემი ბოძები ხშირად, ნადავლის (პოტენციური მსხვერპლის) მოსაპოვებლად და სათვალთვალოდ ერთადერთი საშუალებაა სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში, ამგვარად მტაცებლები იძულებულნი არიან, დიდ რისკზე წავიდნენ.