[email protected]
  • English
  • Georgian
  • ჩემი საწევრო

SABUKO

SABUKO

SABUKO

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia
11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi, Georgia

Open in Google Maps
  • საბუკოს შესახებ
    • ხედვა და მისია
    • ჩვენი გუნდი
    • პარტნიორები
    • დონორები
    • ვაკანსია
    • სტაჟირება
  • აქტივობები
    • მიმდინარე პროექტები
    • შესრულებული პროექტები
    • დოკუმენტაცია & რეპორტები
    • პუბლიკაციები
  • ბლოგი
  • ფრინველები
    • საფრთხეები
    • ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები
    • სახეობები
    • ფრინველთა ნუსხა
    • ფრინველთა თავშეყრის ადგილები
  • განათლება
    • კამპანიები
      • გამოწვევა ბუნებისათვის
      • ბაღის ფრინველთა საათი
    • ახალგაზრდებისთვის
    • მასწავლებლებისათვის
    • ისწავლე სახლში
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
DONATENOW
  • Home
  • BLOG & STORIES
  • News
  • ივრის ჭალის ტყის აღსადგენად „საბუკომ” ჭაჭუნას აღკვეთილში ცხვრის ალტერნატიული დასარწყულებლები მოაწყო
19 ივნისი, 2021

ივრის ჭალის ტყის აღსადგენად „საბუკომ” ჭაჭუნას აღკვეთილში ცხვრის ალტერნატიული დასარწყულებლები მოაწყო

ავტორი Sabuko Team / ოთხშაბათი, 25 მარტი 2020 / რუბრიკა News

ივრის ჭალის ტყეების უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად, ჭაჭუნას აღკვეთილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ცხვრების დასარწყულებლად „საბუკომ” ფერმერებს წყლის ალტერნატიული რესურსები შესთავაზა.

საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ნახევრად უდაბნოს ტიპის ველებით გამოირჩევა, ათასობით ცხვრისთვის ზამთრის საძოვარია. იმის გამო, რომ წყლის რესურსი მწირია, ცხვრის დასარწყულებლად მეცხვარეებს ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრზე უწევთ ფარის გადარეკვა, რაც გარემოზე მნიშნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მათ შორის საფრთხე ექმნება ივრის ჭალის ეკოსისტემას, რადგან ცხვარი უკონტროლოდ ძოვს, ტკეპნის და ანადგურებს მწვანე საფარს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ტყეში ცხვრის გადაადგილება შეგვეჩერებინა, რადგან ლანდშაფტის მრავალფეროვნება ქმნის ბიომრავალფეროვნებას, რომელსაც საფრთხე ექმნება”, ამბობს „საბუკოს” დირექტორი ნათია ჯავახიშვილი და ჭალის ტყის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს არის მდინარე თავისი ჭალის ტყით, – უნიკალური ლანდშაფტი, სადაც არ არის ერთი კონკრეტული მშრალი სტეპური სისტემა. აქ ბინადრობენ მტაცებელი ფრინველები, მაგალითად ბექობის არწივი, ფსოვი და ბევრი სხვა მცირე თუ დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი. არამტაცებლებიდან ბინადრობს დურაჯი, რომელიც საქართველოში მხოლოდ აქ გვხვდება. ამასთანავე, ეს ტყე მნიშნელოვანი თავშესაფარია ძუძუმწოვრებისთვისაც: აქ ბინადრობს ტურა, მგელი, ლელიანის კატა, მაჩვი, მაჩვზღარბა… ტყე არამხოლოდ თავშესაფრის, არამედ ეკოკორიდორის ფუნქციასაც ასრულებს, რომლის მეშვეობითაც ცხოველები ერთმანეთს უკავშირდებიან”, – ამბობს ჯავახიშვილი.

ჭალის ტყეზე ცხვრის მიგრაციით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად „საბუკომ” წყლის მოპოვების ალტერნატიული რესურსების მოძიება დაიწყო.

ჯავახიშვილი ამბობს, რომ მწყემსებს ცხვრის დასარწყულებლად ფარის კილომეტრებზე გადარეკვა უწევდათ, რაც ნეგატიურ ზეგავლენას არამხოლოდ ეკოსისტემაზე, არამედ ცხვარზეც ახდენდა.

„ერთი კონკრეტული ფერმა 3-4 კილომეტრს გადიოდა, რომ ცხვარი დაერწყულებინა. ისინი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მდინარე მათთან ახლოსაა. სხვა ფერმერებს ყოველ მეორე-მესამე დღეს დედოფლისწყაროდან უწევთ ათ ტონამდე წყლის მოტანა, რაც საკმაოდ ძვირიც უჯდებათ. Შორ მანძილზე გადაადგილება ცხვირსთვისაც ცუდია –  წონაში იკლებს, წყალს იშვიათად იღებს. ამიტობ, მნიშვნელოვანი იყო ალტერნატიული დასარწყულებლების მოძიება”, – ამბობს ჯავახიშვილი.

სწორედ ამიტომ, „საბუკომ” ჭაჭუნას აღკვეთილში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე 8 დასაწყულებელი ობიექტი და ჭა გააკეთა, რომელიც ათასობით ცხვრისთვის წყალს ადვილად ხელმისაწვდომს გახდის.

ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში „საბუკომ“ ტერიტორიის შესწავლა დაიწყო და ადგილობრივ მეცხვარეებს გაესაუბრა. დაქირავებულმა კონსულტანტმა გათხრებისთვის ტერიტორია შეარჩია, სადაც სამ კვირაში ჭა გათხარეს და საბოლოოდ, წყლის ორი პუნქტი გაკეთდა.

„საბუკოს” პროექტის მენეჯერი ალექსანდრე მიქელაძე ამბობს, რომ ერთი პუნქტი ფერმასთან ახლოსაა და 3000-მდე ცხვრისთვის დასარწყულებლად გამოიყენება. ამავე რაოდენობით ცხვარს არწყულებს ჭაც, რომლიდანაც წყალს გენერატორით ქაჩავენ.

„ამ წყალს არამარტო ადგილობრივი ფერმერები, არამედ ის მეცხვარეებიც იყენებენ, რომლებსაც საძოვრები მიმდებარე ტერიტორიებზე აქვთ. დასარწყულებლები პატარა აუზებია, რომლიდანაც ცხვარი პირდაპირ სვამს წყალს”, – ამბობს ალექსანდრე მიქელაძე

შედეგად, ივრის ჭალაზე მიყენებული ზიანი მცირდება, რადგან ადგილობრივად დარწყულების შესაძლებლობა ზედაპირის დატკეპნის საფრთხეებს და ჭალაში ძოვებას ამცირებს. ეს უკანასკნელი ისეთივე მავნებელი შეიძლება იყოს გარემოსთვის, როგორიც გადაძოვებაა. 

ასევე გაეცანით

ტრენინგები თემაზე: “ველური ბუნების კონსერვაცია”
ახალგაზრდების ადვოკატირება ველური ბუნების კონსერვაციისთვის
როგორ მოქმედებს მზარდი ურბანიზაცია ქალაქის ბიომრავალფეროვნებაზე?

ჩვენ შესახებ


„საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – დაარსდა 2008 წელს და მასშემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალისპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.

სიახლეების გამოწერა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ მიიღოთ „საბუკოს“ ბოლო სიახლეები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები

ჩვენ არ ვავრცელებთ სპამებს

ჩვენთან დაკავშირება

[email protected]

ნავთლუღის ქუჩა #13, 0190, თბილისი, საქართველო

გვიპოვე რუკაზე

  • გამოგვყევი

SABUKO © 2026 All rights reserved.

TOP