დაეხმარე ბუნებას – ააშენე ზღარბის სახლი
ზღარბები ზამთრის განმავლობაში იძინებენ, ამიტომაც ცივი ამინდისა და მშიერი მტაცებლებისაგან გადასარჩენად თავშესაფარი ესაჭიროებათ. გარდა ამისა, ბუდე პატარების გასაზრდელადაც საჭიროა. ზღარბები მებაღეებს დახმარებას უწევენ, რადგან ლოქორებს გემრიელად მიირთმევენ. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე რჩევა ზღარბის თავშესაფრის მოსაწყობად, რომელიც ყველაზე პატარა ეზოსთვისაც კი გამოგადგებათ. დაგჭირდებათ: ოთხკუთხედი ფიცარი 30-მდე აგური ხის მსხვილი ტოტები ბარი არ არის საჭირო, პროექტისთვის ახალი მასალა
გამოწვევა ბუნებისთვის – ნარჩენები
ნარჩენები ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერი, რაც არსებობს, საბოლოოდ ისევ ბუნებრივ რესურსებს უბრუნდება. თუმცა, რა ვთქვათ ზედმეტ ნარჩენებზე? ხშირად ხდება, რომ იმ ნარჩენებს ვყრით, რომელთა გამოყენება მეორედაც შეიძლება. თუმცა, პოლიეთილენის პარკები ხეებზე არ იზრდებიან. მათი დაწვისას ტოქსიკური ნარჩენები გამოიყოფა. გადაყრისას კი ისინი საფრთხეს უქმნიან ჩვენს სასმელ წყალს. რისი გაკეთება შეგვიძლია ერთი გზა იმ პროდუქტების ყიდვაა, რომლებიც
როგორ მოქმედებს მზარდი ურბანიზაცია ქალაქის ბიომრავალფეროვნებაზე?
გლობალურად, ურბანულ ადგილებში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სოფლად. ურბანიზაცია ცხოველთა თანასაზოგადოებების კომპოზიციას მნიშვნელოვნად ცვლის. ურბანიზაციის პროცესში ზოგიერთი სახეობა საერთოდ ქრება ამ ჰაბიტატიდან. მაგალითისთვის, ფრინველები, რომლებისაც სპეციფიკური ადგილები აქვთ კვებისთვის, საზრდოს საძებრად სხვაგან გადავლენ. სახეობები, რომლებსაც ასე სწრაფად მოძრაობა და ადაპტაცია არ შეუძლიათ, ქრებიან. სხვა სახეობების პარალელურად, ყვავები და მტრედები პირიქით – ქალაქში ინაცვლებენ და
- რუბრიკა News, გამოწვევა ბუნებისათვის
შემოდგომის ეზო ფრინველებისთვის
შემოდგომა – მოამზადეთ ეზო ფრთოსანი მეგობრებისთვის ფრინველების დამოუკიდებლად დახმარება მრავალი გზით შეგიძლიათ. ზომას მნიშვნელობა არ აქვს, სარგებლობის მოტანა თქვენს აივანსაც კი შეუძლია. თუ თქვენი ბაღის ფრინველებისათვის მოწყობით ხართ დაკავებული, შემოდგომით ყველაზე მეტად იქნებით დატვირთული. ეს დარგვის, წმენდისა და შენების დროა. ბევრმა ფრინველმა უკვე თბილი ქვეყნებისკენ გადაინაცვლა, თუმცა სხვები უფრო ცივი ადგილებიდან ჩვენთან მოვიდნენ. შეგიძლიათ მათ,
- რუბრიკა News, გამოწვევა ბუნებისათვის
აუშენე აბაზანა ფრინველებს
ფრინველებისათვის სუფთა და გრილი წყლის მიწოდება ცხელ და მშრალ დღეებში, განსაკუთრებით კი – დასახლებულ ადგილებში, ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლისთვის. წყურვილის მოკვლის გარდა, წყალი მათ ბუმბულის ჯანსაღად შენარჩუნებაშიც ეხმარება. შაშვებსა და და შოშიებს ცურვა უყვართ, სხვები, უბრალოდ, მეჩხერ წყალში ჯდომასა და გაგრილებას ამჯობინებენ. ზოგიერთს წუწაობა უფრო მოსწონს. ფრინველების აბაზანებს შესაძლოა ბაზიც (ლათ. Bombus) კი ესტუმროს. აბაზანის აშენება წლის
- რუბრიკა გამოწვევა ბუნებისათვის, განათლება
გახადე შენი ფანჯრები ფრინველებისათვის უსაფრთხო
ოდესმე თუ გაგიგონია შუშასთან შეჯახების ყრუ ხმა, ადგილზე მისულს კი ძირს დავარდნილი ფრინველი გინახავს? ფანჯრების უმეტესობა ფრინველებისათვის უხილავია, ან ირეკლავს ხედს. ამის გამო ისინი ფიქრობენ, რომ წინ დაბრკოლება არ ეღობებათ. შექმენი ფანჯრის დეკორაცია, რათა დაეხმარო ფრინველებს შუშის დანახვაში. გამოიყენე კაშკაშა ფერები. წითელი და ფორთოხლისფერი მათთვის ყველაზე მარტივად აღსაქმელი ფერებია. შეგიძლია შექმნა სტიკერები ან გააფორმო შუშა
- რუბრიკა გამოწვევა ბუნებისათვის, განათლება