ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები

 

საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის მცდელობით 2001 წლიდან ჩვენი ქვეყანა გახდა საერთაშორისო პროგრამის - ფრინველთა მნიშვნელოვანი ადგილები, აქტიური მონაწილე. ეს პროგრამა ხორციელდება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და უდიდეს გავლენას ახდენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სწორი მოხმარების საკითხებზე. მისი წარმატება იმდენად მრავალმხრივი და შთამბეჭდავია, რომ ბევრ ქვეყანაში საკანონმდებლო აქტებითაა გამაგრებული. ხოლო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებისთვის სავალდებულოც კი გახდა მისი ტრაქტიკული განხორციელება. ამდენად, ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება არამარტო ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრირების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

 

რა არის ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები?

ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები არის საერთაშორისო კონსერვაციული მნიშვნელობისა და სტატუსის მქონე ტერიტორიები, როგორც გლობალურ, ასევე რეგიონალურ და ეროვნულ დონეებზე. ეს ადგილები გამოვლინდა საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული სტანდარტული კრიტერიუმების საფუძველზე და გარემოს დაცვის პრაქტიკულ საშუალებას წარმოადგენს. ასეთი ტერიტორიები აუცილებელ დაცვას უნდა ექვემდებარებოდნენ.

ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილებად ითვლება:

  • ფრინველთა, და ზოგადად გარემოს დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ტერიტორიები.
  • საერთაშორისო კრიტერიუმების მიხედვით შერჩეული ტერიტორიები.
  • საერთაშორისო მნიშვნელობისა და სტატუსის მქონე ადგილები.
  • კონსერვაციული ღონისძიებების გასატარებლად ხელსაყრელი ადგილები.
  • ადგილები, რომლების შესაძლოა გაერთიანდნენ დაცული ტერიტორიების სისტემაში.

 

რატომ ფრინველები?

ფრინველთა ველური სახეობები გარემოსდაცვითი ღონისძიებების უმნიშვნელოვანეს ობიექტებს წარმოადგენენ, ამის მრავალი მიზეზი არსებობს.

  • ფრინველები ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის მგრძნობიარე ინდიკატორებია.
  • ფრინველებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
  • ფრინველები დაკავშირებულნი არიან ეკონომიკურ და კულტურულ ღირებულებებთან.
  • ფრინველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მეცნიერების განვითარებასა და სამყაროს უკეთ შეცნობაში.
  • ფრინველები გამოირჩევიან განსაკუთრებული სილამაზითა და მრავალფეროვნებით.
  • ფრინველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაში.

 

როგორ ხდება ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების შერჩევა?

ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების შერჩევა ხდება საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის გამოყენებით. ასეთი ადგილების გამოვლენისას და მათი საზღვრების დადგენისას მხედველობაში მიიღება ფრინველთა სახეობების სხვადასხვა ჯგუფები: გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები, შეზღუდული გავრცელების მქონე სახეოებები, ასევე ერთი ბიომით შეზღუდული სახეობები.

მიმდინარე საქმიანობა და პროგრამის მიზნები:

  • ყველა გლობალურად მნიშვნველოვან ადგილზე ადგილობრივ ორგანიზაციათა ქსელის შექმნა და განვითარება.
  • ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების კონცეფციის პოპულარიზაცია.
  • დაცვა - პრიორიტეტული ადგილებისათვის მენეჯმენტის გეგმების მომზადება და განხორციელება.
  • მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებაში - გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და არსებული კანონმდებლობის სრულყოფის პროცესებში ჩართვა.
  • მონიტორინგი - ფრინველთათვის მნიშვნელოვან ადგილებში ადგილობრივ ორგანიზაციათა ქსელის მეშვეობით ფრინველთა და მათი შემაწუხებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის რეგულარული შეგროვება და მონიტორინგი; პერიოდული ანგარიშების მომზადება ამ ადგილების მდგომარეობის შესახებ.

 

 ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები დღეს საფრთხის წინაშეა!

საქართველოში ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები მრავალ უარყოფით ზემოქმედებას განიცდის. ამის ძირითადი მიზეზი ბუნებრივი რესურსების არასწორი მოხმარებაა - ტყის მასივების უკონკროლო ჭრა, მთის მდელოების ეროზია, უკონტროლო ძვების გამო, მდინარეებისა და ტბების დაბინძურება, ბრაკონიერობა და მიწათსარგებლობა, პესტიციდებისა და ჰერბიციდების უკონტროლო გამოყენება და მრავალი სხვა. ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავეს ბუნებრივი რესურსებისადმი საზოგადოების დიდი ნაწილის მცდარი დამოკიდებულება (რომ ეს რესურსი თითქოს ამოუწურავია).

ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების კონსერვაცია უზარმაზარ ძალისხმევასთან და უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილების პირველი აღწერის შედეგები გამოქვეყნდა 1989 წელს, აღწერა მოიცავდა მტელს ევროპას და გამოავლინა 2 444 ასეთი ადგილი 32 ქვეყანაში. ევროპის მეორე აღწერის შედეგები გამოქვეყნდა 2000 წელს და ამჯერად გამოვლინდა 3 619  მნიშვნელოვანი ადგილი 51 ქვეყანაში.  2000-2002 წლებში ხელახალი აღწერის შედეგად ამ სიას ფრინველთათვის მნიშვნელოვანი კიდევ რამოდენიმე ადგილი დაემატა, მათ შორის საქართველოც.

ალაზნის ველი
ივრის ჭალა
კოლხეთის ეროვნული პარკი
მადათაფას ტბა
მესხეთი
მტკვარი
რაჭა
საღამოს ტბა
ტაბაწყურის ტბა
ფარავნის ტბა
ჭოროხის დელტა
TOP
Sabuko Online Support
 
Chat
 
Sabuko Online Support
+