ბაღის ფრინველთა საათი

,,ბაღის ფრინველთა საათი” გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ბაღის ფრინველების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეობა ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანს შეუძლია. კამპანიის ფარგლებში აღირიცხებიან ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები და შეიქმნება რუკა.

ძვირფასო პედაგოგებო, თუკი გსურთ, რომ:

  • გაამდიდროთ სასწავლო პროგრამა კლასგარეშე აქტივობებით და შედეგად უფრო მრავალფეროვანი, საინტერესო და ეფექტური გახადოთ სწავლების პროცესი
  • აამაღლოთ მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია სწავლისათვის
  • თქვენს სკოლაში დანერგოთ საინტერესო სიახლეები, რაც წარმოგაჩენთ აქტიურ მასწავლებლად
  • აღმოაჩინოთ ბევრი საინტერესო რამ ბუნებრივ გარემოზე უშუალოდ თქვენს გარშემო
  • დიდი წვლილი შეიტანოთ ისეთი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში, რომელიც პატივს სცემს ბუნებას და არ ანადგურებს მას. მაშინ კამპანია – ბაღის ფრინველთა საათი – თქვენთვისაა! კამპანიაში სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული.

„ბაღის ფრინველთა საათში“ მონაწილეობის შემდეგ თქვენს მოსწავლეებს შეეძლებათ ბაღის ფრინველების ცნობა, უკეთ შეძლებენ გაიგონ ბუნების მდგომარეობისა და ადამიანების კეთილდღეობის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება, რადგანაც სწორედ ასეთ ფართოდ გავრცელებულ ფრინველებზე დაკვირვებითაა შესაძლებელი განვსაზღვროთ, რა მდგომარეობაშია გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თქვენი მოსწავლეებისათვის შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ფრინველთა სარკვევი.


დათვალეთ ფრინველები 22 მაისს და მიღებული შედეგები  გაგვიზიარეთ ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით:

 

სკოლა / ინდივიდის სახელი-გვარი
შეიყვანეთ ელ-ფოსტა
დაკვირვების ლოკაცია
მიუთითეთ დაკვირვების საათი
ბაღის ფრინველთა ჩამონათვალი
საკონტაქტო პირის ნომერი
მიუთითეთ მისამართი (ქალაქი, რაიონი, სოფელი)
მიუთითეთ დაკვირვების თარიღი
მონაწილეთა რაოდენობა
დამატებითი კომენტარის ველი