[email protected]
  • English
  • Georgian
  • ჩემი საწევრო

SABUKO

SABUKO

SABUKO

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia
11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi, Georgia

Open in Google Maps
  • საბუკოს შესახებ
    • ხედვა და მისია
    • ჩვენი გუნდი
    • პარტნიორები
    • დონორები
    • ვაკანსია
    • სტაჟირება
  • აქტივობები
    • მიმდინარე პროექტები
    • შესრულებული პროექტები
    • დოკუმენტაცია & რეპორტები
    • პუბლიკაციები
  • ბლოგი
  • ფრინველები
    • საფრთხეები
    • ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები
    • სახეობები
    • ფრინველთა ნუსხა
    • ფრინველთა თავშეყრის ადგილები
  • განათლება
    • კამპანიები
      • გამოწვევა ბუნებისათვის
      • ბაღის ფრინველთა საათი
    • ახალგაზრდებისთვის
    • მასწავლებლებისათვის
    • ისწავლე სახლში
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
DONATENOW
  • Home
  • BLOG & STORIES
  • დოკუმენტაცია & რეპორტები
  • მდინარე ივრის ჰიდროლოგიური ანგარიში
19 ივნისი, 2021

მდინარე ივრის ჰიდროლოგიური ანგარიში

ავტორი Sabuko Team / შაბათი, 28 მარტი 2020 / რუბრიკა დოკუმენტაცია & რეპორტები

მდინარე ივრის ჭალის ტყის კონსერვაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჭაჭუნას აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის შენარჩუნებას, ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკოს (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის) ინიციატივით.

როგორც ცნობილია ჭალის ტყე და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება დაკავშირებულია სეზონურ წყალდიდობებზე და მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, რომელიც ანთროპოგენული გავლენით საკმაოდ სახეცვლილია მდინარე იორის ქვედა დინებაში. ხეობაში არსებული წყალსაცავების, მათ შორის სიონის, პალდოს და დალის მთის მთავარი დანიშნულება მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმის კონტროლი და მოდინებული წყლის სარწყავად და სასმელად გამოყენება არის, რამაც თავის მხრივ გავლენა მოახდინა ჭალის ტყეზე. დღეის მდგომარეობით, მდინარე იორი სათავიდან შესართავამდე დარეგულირებულია და მასზე წყალდიდობები და წყალმოვარდნები აღარ ხდება განსაკუთრებით კი სიონის და პალდოს წყალსაცავს ქვემოთ, საიდანაც ივრის ხეობა ნელ-ნელა ფართოვდება და ტიპური მთის მდინარიდან ტიპურ ბარის მდინარედ იცვლება. მიუხედავად იმისა რომ მდინარის ქვედა წელი (პალდოს წყალსაცავს ქვევით) ბევრად დიდია ვიდრე მისი ზედა წელი (პალდოს წყალსაცავს ზემოთ) კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სეზონური წყალდიდობები და წყალმოვარდნები არ ფორმირდება. ამავდროულად მცირე ზომის, მაგრამ მდინარის დონის ცვლილება ფაქტობრივად ვერ აისახება საკვლევ არეალზე, რადგანაც ჭაჭუნას აღკვეთილს, ძირითადი მონაკვეთის, ზევით დაახლოებით 0.5 კილომეტრში დალის მთის წყალსაცავი მდებარეობს, რომელიც პალდოს ქვემოთ ფორმირებულ წყლის ხარჯს დამატებით არეგულირებს. ამიტომ მდინარის ამ მონაკვეთზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და კლება პრაქტიკულად არ ხდება, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულ ჰაბიტატზე ნეგატიურად მოქმედებს და მის დეგრადაციას იწვევს. განსხვავებით სიონის და პალდოს წყალსაცავებიდან, დალის მთის წყალსაცავი მისი ავარიულობის გამო ვერ ასრულებს საირიგაციო დანიშნულებას. ამიტომ მასში დაგროვებული წყლის მასა, ერთის მხრივ მდინარეზე შეცვლილი ჰიდროლოგიური რეჟიმის საკომპენსაციოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. რაც გულისხმობს მთელი წლის მანძილზე დაგროვებული წყლის გაზაფხულის და შემოდგომის წყალდიდობისას კაშხლიდან (რომელიც საკმარისი იქნება ჭალის ტყის დასატბორად) გაშვებას.

დალის მთის წყალსაცავის არსებობა, გარკვეულწილად ნეგატიურად მოქმედებს მის ქვემოთ მდებარე ჭალის ტყეზე, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე (თბილისისა და რუსთავის წყალმოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად სიონიდან და პალდოდან წყალაღებაც იზრდება, პირდაპირპროპორციულად, ხოლო კლიმატური პირობები აღნიშნულ წყალსაცავებს ქვემოთ მაქსიმალური ხარჯების და დონეების, ჭალის ტყისათვის, ოპტიმალურ რაოდენობას ვერ ქმნის) შესაძლებელია მისი დადებითი მიმართულებით გამოყენება. ამიტომ ჰიდროლოგიური ანგარიში, მოგვცემს შესაძლებლობას ერთის მხრივ ზუსტად შეფასდეს წყალსაცავების ზემოქმედება მდინარის ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, ხოლო მეორეს მხრივ განისაზღვროს მდინარის ჭალის დატბორვისათვის საჭირო წყლის რაოდენობა, რომელიც შეძლებისდაგვარად შესაძლოა გამოთავისუფლდეს დალის მთის წყალსაცავიდან. ამისათვის პირველ რიგში აიგეგმება მდინარის ხეობა და მომზადდება შესაბამისი პროფილები, ხოლო შემდეგ ისტორიულ მონაცემებზე (როგორც ჰიდროლოგიური მონიტორინგის ქსელის, ასევე სატელიტური მონაცემების) და წყალდიდობის მოდელირების დამხარებით განისაზღვრება წყლის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ჭალის ტყის კონსერვაციისა და აღდგენისათვის.

უფრო ვრცლად, გაეცანით მდინარე ივრის ჰიდროლოგიურ ანგარიშს

ასევე გაეცანით

რატომ ესვრიან მონადირეები მტაცებელ ფრინველებს?
მიგრაციაზე დაკვირვება
განცხადება ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

ჩვენ შესახებ


„საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – დაარსდა 2008 წელს და მასშემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალისპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.

სიახლეების გამოწერა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ მიიღოთ „საბუკოს“ ბოლო სიახლეები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები

ჩვენ არ ვავრცელებთ სპამებს

ჩვენთან დაკავშირება

[email protected]

ნავთლუღის ქუჩა #13, 0190, თბილისი, საქართველო

გვიპოვე რუკაზე

  • გამოგვყევი

SABUKO © 2026 All rights reserved.

TOP