[email protected]
  • English
  • Georgian
  • ჩემი საწევრო

SABUKO

SABUKO

SABUKO

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia
11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi, Georgia

Open in Google Maps
  • საბუკოს შესახებ
    • ხედვა და მისია
    • ჩვენი გუნდი
    • პარტნიორები
    • დონორები
    • ვაკანსია
    • სტაჟირება
  • აქტივობები
    • მიმდინარე პროექტები
    • შესრულებული პროექტები
    • დოკუმენტაცია & რეპორტები
    • პუბლიკაციები
  • ბლოგი
  • ფრინველები
    • საფრთხეები
    • ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები
    • სახეობები
    • ფრინველთა ნუსხა
    • ფრინველთა თავშეყრის ადგილები
  • განათლება
    • კამპანიები
      • გამოწვევა ბუნებისათვის
      • ბაღის ფრინველთა საათი
    • ახალგაზრდებისთვის
    • მასწავლებლებისათვის
    • ისწავლე სახლში
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
DONATENOW
  • Home
  • BLOG & STORIES
  • განათლება
  • ისწავლე სახლში
  • როგორ იკვებებიან ფრინველები?
11 მაისი, 2021

როგორ იკვებებიან ფრინველები?

ავტორი Sabuko Team / ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020 / რუბრიკა ისწავლე სახლში, ისწავლე სახლში

თამაში ნისკარტებით

იმისათვის, რომ ფრინველების საკვები განასახიეროთ, ბევრი სხვადასხვა  ნივთი შეგიძლიათ შეაგროვთ:

საკვები:

მაკარონი (განასახიერებს მცირე ზომის ცხოველებს), თევზის ფორმის კრეკერები (თევზს), ჟელი-ბონის მატლები (ჭიაყელებს), შოკოლადის ფანტელი  (ჭიანჭველებს), მიწის თხილი, მზესუმზირის მარცვლები,  პატარა ზეფირები (მუხლუხებს), მშრალი შვრიის ფანტელი (მწერებს), ხილის წვენი – ნექტარს. ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფანტაზიის  თუ შესაძლებლობის მიხედვით.

ნისკარტები:

სარეცხის სარჭი, კბილის ჩხირი, საწრუპი, საკვები ჩხირები, პლასტმასის პატარა კოვზი, პინცეტი/პატარა მაკრატელი.

ერთი ტიპის „ნისკარტი“ ცალ ხელში დაიჭირეთ, მეორე ხელი კი ზურგს უკან გქონდეთ. ეცადეთ, თითოეული ტიპის საკვები მორიგეობით, 15 წამის განმავლობაში აიღოთ და რაც შეიძლება მეტი.  გახსოვდეთ, რომ ფრინველის გადარჩენა საკვების შეგროვების უნარზეა დამოკიდებული. გაიმეორეთ საკვების აღება ყელა ტიპის ნისკარტით.

რომელი „ნისკარტით“ რომელი საკვების აღება გაგიადვილდათ?

ფრინველების ნისკარტები სწორედ იმ ხელსაწყოებს წააგავს, რომლებით თქვენ გამოიყენეთ. შეგიძლიათ, რომელიმე ხელსაწყო ნამდვილ ნისკარტს მიამსგავსოთ?  რომელი ფრინველისას?

ფრინელის ნისკარტის ფორმა მნიშვნელოვანი ადაპტაციაა, რომელიც სახეობის ჰაბიტატში გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვანაირი ნისკარტი სხვადასხვა საკვების მოპოვებისთვისაა მოსახერხებელი. შემდეგში, როდესაც ფრინველს ნახავთ, დააკვირდით მის ნისკარტს და ეცადეთ გამოიცნოთ რითი იკვებება.

შეხედეთ ფოტოებს და შეადარეთ. რომელ ხელსაწყოს რომელ ნისკარტს ამსგავსებთ? შეგიძლიათ, შესაბამისი  ფრინველები იპოვოთ თქვენს სარკვევში?

დაამზადე ფრინველის საკვებური

მასალა:

  • 1 ლიტრიანი ბოთლი, კარგად გარეცხილი და მშრალი;
  • დანა;
  • 2 ხის კოვზი;
  • ჭანჭიკი მომრგვალებული თავით;
  • ბაწარი.

ინსტრუქცია

  1. დახატეთ 3-4 სმ ზომის ფიფქი ბოთლის გვერდზე. ძირიდან დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით.
  2. ამოაბრუნეთ ბოთლი 90 გრადუსით და დახატეთ კიდევ ერთი ფიფქი ძირიდან 5 სმ-ის დაშორებით.
  3. 5 სმ-ის ზომის წრე დახატეთ თითოეული ფიფქის მოპირდაპირე მხარეს.
  4. ზრდასრულს გააჭრევინეთ ფიფქის თითოეული ხაზი; ამოაჭრევინეთ წრეები.
  5. ხის კოვზები გაუყარეთ წრეში ტარით, ისე რომ ტარი გავიდეს ფიფქის ნახვრეტში, კოვზის პირი კი დარჩეს წრესთან.
  6. ბოთლის თავსახურში ჩაამაგრეთ ჭანჭიკი.
  7. აავსეთ საკვებური მცენარის თესლით (ხორბალი, მზესუმზირა…), დაახურეთ თავსახური და ჩამოკიდეთ ხეზე ან აივანზე.

ასევე გაეცანით

გაზაფხულის მიგრაციის ვარსკვლავები
ვსწავლობთ ფრინველთა სახეობებს
თამაში და სავარჯიშო პატარებისთვის – ჩვენი ფრთოსანი მეგობრები

ჩვენ შესახებ


„საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – დაარსდა 2008 წელს და მასშემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალისპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.

სიახლეების გამოწერა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ მიიღოთ „საბუკოს“ ბოლო სიახლეები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები

ჩვენ არ ვავრცელებთ სპამებს

ჩვენთან დაკავშირება

[email protected]

ნავთლუღის ქუჩა #13, 0190, თბილისი, საქართველო

გვიპოვე რუკაზე

  • გამოგვყევი

SABUKO © 2026 All rights reserved.

TOP