OFFICE@SABUKO.GE
  • English
  • Georgian
  • ჩემი საწევრო

SABUKO

SABUKO

SABUKO

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia
11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi, Georgia

Open in Google Maps
  • საბუკოს შესახებ
    • ხედვა და მისია
    • ჩვენი გუნდი
    • პარტნიორები
    • დონორები
    • ვაკანსია
    • სტაჟირება
  • აქტივობები
    • მიმდინარე პროექტები
    • შესრულებული პროექტები
    • დოკუმენტაცია & რეპორტები
    • პუბლიკაციები
  • ბლოგი
  • ფრინველები
    • საფრთხეები
    • ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ადგილები
    • სახეობები
    • ფრინველთა ნუსხა
    • ფრინველთა თავშეყრის ადგილები
  • განათლება
    • კამპანიები
      • გამოწვევა ბუნებისათვის
      • ბაღის ფრინველთა საათი
    • ახალგაზრდებისთვის
    • მასწავლებლებისათვის
    • ისწავლე სახლში
  • გაწევრიანება
  • კონტაქტი
DONATENOW
  • Home
  • BLOG & STORIES
  • News
  • საბუკოს მოსაზრებები შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით
21 იანვარი, 2021

საბუკოს მოსაზრებები შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტთან დაკავშირებით

ავტორი Sabuko Team / ხუთშაბათი, 30 აპრილი 2020 / რუბრიკა News, პუბლიკაციები

ფასკუნჯების მნიშვნელოვნად შემცირებულ პოპულაციას საქართველოში ახალი საფრთხე ელოდება – კვერნაკის ქედზე დაგეგმილი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა.

ფასკუნჯი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული და კვერნაკის ზურმუხტის საიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახეობაა.

„ზურმუხტის ქსელი“ ბერნის კონვენციით შექმნილი ტერიტორიების ერთობლიობაა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონვენციით დაცული სახეობებისთვის.

კასპის მუნიციპალიტეტში, კვერნაკის ქედზე, შპს „ჩალიკ ჯორჯია ვინდის“ მიერ, დაგეგმილია ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. ფასკუნჯის ბუდეები საპროექტო ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს, დაშორება ქარის პირველ ტურბინასა და ფასკუნჯის ბუდეს შორის, მხოლოდ 300 მეტრია! მაშინ, როცა ტერიტორიული ფასკუნჯის წყვილებსა და ტურბინებს შორის მიზანშეწონილი, უსაფრთხო, მანძილი მინიმუმ 15 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ ამ საფრთხეს პროექტის განმახორციელებლები თავადაც აღიარებენ. მათ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქარის სადგურს გაცილებით დიდი გავლენა ექნება ფრინველებსა და ხელფრთიანებზე ექსპლუატაციის ფაზაზე, რომელიც გამოიწვევს „მაღლა ფრენ სახეობათა მუდმივ გადანგურებას“.

ამასთან, კვერნაკის ქედის ის ნაწილი, რომელზეც ტურბინები და ელექტროგადამცემი ხაზები მოეწყობა, გადაიქცევა მუდმივ საფრთხედ, როგორც საქართველოს, აგრეთვე, საერთაშორისო კონვენციებით დაცული ფრინველებისა და ხელფრთიანებისთვის.

ფასკუნჯისთვის, დამატებით საფრთხეს ქმნის მეორე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც ასევე კვერნაკის საიტზე არის დაგეგმილი. ორივე პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, კვერნაკის საიტზე ჯამში მინიმუმ 27 ქარის ტურბინას მივიღებთ, რაც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქედზე გავრცელებული სახეობებისთვის.

მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ პროექტის განხორციელება დაგეგმილია გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ასპექტების შეფასების/შესწავლის გარეშე და გათვალისწინებული არ არის ალტერნატიული ლოკაციები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

საბუკოს მოსაზრებებს შპს „ჯორჯია ვინდის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ასევე გაეცანით

ეკო კლუბები
ფრინველები, როგორც კლიმატის ცვლილების ინდიკატორები
კიდევ ერთი ბექობის არწივი

ჩვენ შესახებ


„საბუკო“ – საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – დაარსდა 2008 წელს და მასშემდეგ მუშაობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების პოპულაციების შენარჩუნებასა და გაძლიერებაზე, ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ადგილობრივების ცნობიერების ამაღლებასა და ახალისპეციალისტების მომზადებაზეა ორიენტირებული და აძლიერებს რეგიონებში ეკოტურიზმის ზონებს.

სიახლეების გამოწერა

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ მიიღოთ „საბუკოს“ ბოლო სიახლეები და მნიშვნელოვანი ინფორმაციები

ჩვენ არ ვავრცელებთ სპამებს

ჩვენთან დაკავშირება

office@sabuko.ge

ნავთლუღის ქუჩა #13, 0190, თბილისი, საქართველო

გვიპოვე რუკაზე

  • გამოგვყევი

SABUKO © 2019 All rights reserved.

TOP