მოიზიდე ფრინველები ბუდის ასაშენებელი მასალით
კატეგორია „დაეხმარე ბუნებას“ გაზაფხული საუკეთესო დროა იმისათვის, რომ ფრინველებს ბუდის ასაშენებელი მასალა შესთავაზოთ. ვინ იცის, იქნებ თქვენს ეზოში დასახლდნენ კიდეც? ამით შესაძლებლობა მოგეცემათ, მათი მთელი ცხოვრების ციკლს დააკვირდეთ: ბუდის აშენების თავისებურებისა და პარტნიორის მოზიდვიდან ბარტყების გაზრდამდე. მთავარია, ბუდის ასაშენებელი მასალა სწორად შეარჩიოთ. ეს მასალა შესაძლოა იყოს ნებისმიერი რამ, რაც მათ დაეხმარებათ. გარდა ბუდის ზომისა და
ბაღის ფრინველთა საათი
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, 22 მაისს, ჩვენ კვლავ ვგეგმავთ ბაღის ფრინველელებზე დაკვირვებასა და თვლას. ფრინველები ჩვენი ეზოების, შემოგარენის ბარომეტრები არიან – გვაცნობენ თუ რამდენად ჯანმრთელ გარემოში ვცხოვრობთ. ფრინველები გარემოს მნიშვნელოვან ცვლილებებს გვიჩვენებენ. 22 მაისს, გაატარე მხოლოდ ერთი საათი შენს ეზოში ჩიტების დაკვირვებაში და აღწერე თითოეული სახეობის ყველაზე მეტი რაოდენობა, ერთ ჯერზე. დაარეგისტრირე შენი დაკვირვებების მონაცემები მითითებულ
- რუბრიკა კამპანიები
შექმენი ბურთულები მცენარის თესლისაგან #გამოწვევაბუნებისათვის
მცენარეების თესლისა და მიწისაგან ბურთულების გაკეთება ბავშვებისათვის განსაკუთრებით სახალისოა. თანაც, შესაძლებლობაა ბილიკებისა და სხვა ადგილების გასალამაზებლად – თუნდაც სკოლისაკენ მიმავალ გზაზე. მცენარეები გააუმჯობესებენ გარემოს მწერების, ფუტკრებისა და ფრინველებისათვის. საჭიროა, ადგილი კარგად შეარჩიოთ. უნდა გაითვალისწინოთ რამდენად უდგება მზე თუ ჩრდილი – თქვენი შერჩეული მცენარის სახეობიდან გამომდინარე. კარგი იქნება, თუ იმ მცენარეს შეარჩევთ, რომელიც ადგილობრივად იზრდება და
- რუბრიკა გამოწვევა ბუნებისათვის, კამპანიები
გაზაფხულის პირველი ნიშნები #გამოწვევაბუნებისათვის
ზოგიერთი ჩვენგანი ჯერ კიდევ თოვლზე სრიალებს, სხვები – გაზაფხულის მოსვლა აკვირდებიან. მზის სხივებმაც დაიწყეს მიწის გათბობა და ტყეებში უამრავი ყვავილის პოვნა შეიძლება. ამდენი ყვავილის ერთად ნახვა მხოლოდ გაზაფხულზეა შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ხშირი ტყე მზის სხივებს მიწამდე არ ატარებს, მაგრამ გაზაფხულის დადგომისას, სანამ ხეები დაიკვირტებიან, ყვავილები იფურჩქნებიან. შენც შეგიძლია გაზაფხულის პირველი ნიშნების დანახვა! რას ფიქრობ დღიურზე, რომელსაც
- რუბრიკა გამოწვევა ბუნებისათვის, კამპანიები
“საბუკოს” მიმართვა
ბუნებისა და გარემოს შენარჩუნების ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ მეთოდად, დაცული ტერიტორიების შექმნა მიიჩნევა. ისინი განიხილება, როგორც სახეობების, ჰაბიტატების, ეკოსისტემების დაცვის და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ერთ-ერთი არსებითი საშუალება, რაც ქვეყნის სოციო – ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამასთან, დაცვის ზომების შემუშავებაა აუცილებელი. სხვადასხვა საფეხურის განხილვისას, რომლის დროსაც აღნიშნული ზომები უნდა იქნას მიღებული, არ არის შესაძლებელი უნივერსალური ინსტუმენტის შექმნა
- რუბრიკა News, ახალგაზრდებისთვის, კამპანიები
ააშენე ფრინველის სახლი #გამოწვევაბუნებისათვის
გამოწვევა ბუნებისათვის, აქტივობა კატეგორია დაეხმარე ბუნებას ააშენე ფრინველის ბუდე ქალაქგარეთ და სოფლებში ფრინველებს საკმარისი ადგილები აქვთ შეწყვილებისათვის, თუმცა, ქალაქში ეს უფრო რთული ხდება. ინტერნეტში ბევრი მასალაა, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ ფრინველის სახლის აშენება. არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ, ყველა ბუდე ყველა ფრინველისათვის შესაფერისი არ არის. ისეთი ბუდე შეარჩიეთ, რომელიც თქვენს გეოგრაფიულ არეალში მცხოვრებ ფრინველებს გამოადგებათ. რომელი ბუდე
- რუბრიკა News, გამოწვევა ბუნებისათვის, კამპანიები