ადამიანებმა უამრავი ხელსაწყო გამოიგონეს ეკოსისტემის მდგომარეობის შესამოწმებლად. მაგალითად, ჭაობიან ადგილებში წყლის ხარისხის შესამოწმებლად, მეცნიერი იყენებს სენსორს, რათა გაიგოს წყალში არსებული ჟანგბადის დონე. ასევე ლაბორატორიული ანალიზით შესაძლებელია დადგინდეს მძიმე მეტალების შემცველობა ნიადაგში. თუმცა არსებობს გზებიც, რომლებიც არ საჭიროებენ ადამიანების მიერ გამოგონებული ინსტრუმენტების გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ფრინველებზე დაკვირვება. მათ ქცევასა და პოპულაციების რაოდენობის ცვლას შეუძლია საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მოგვცეს არსებულ ეკოსისტემაზე და მის პრობლემებზე.
ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც გამოიყენება ეკოსისტემის მდგომარეობის შესასწავლად, უწოდებენ ინდიკატორ სახეობას. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, იადონის შეყვანა ქვანახშირის შახტაში მუშაობის დროს. იადონები ძალიან მგრძნობიარეები არიან კარბონის მონოქსიდისა და მეთანის მიმართ. მეტად მგრძნობიარენი, ვიდრე ადამიანები. თუ ფრინველის ქცევაში შეინიშნება მოწამვლის რაიმე ნიშნები, მეშახტეები მიხვდებიან, რომ ამ ადგილზე მუშაობა არაა უსაფრთხო და სასწრაფოდ დატოვებენ მას. ფრინველებზე დაკვირვება ეკოსისტემის მდგომარეობის გამოსაკვლევად გრძელდება, რადგანაც ფრინველებს შეუძლიათ მოგვაწოდონ სასარგებლო ინფორმაცია გარემო ცვლილებებზე.
როგორ ვარჩევთ ინდიკატორ სახეობას?
პირველ რიგში არჩეული სახეობა სწრაფად უნდა რეაგირებდეს გარემო ცვლილებებზე. სახეობა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს ჰაბიტატში მომხდარ ცვლილებებზე, შესაბამისად ნაკლებ ინფორმაციას მოგვაწვდის.
ინდიკატორი სახეობა უნდა იყოს ფართოდ გავრცელებული და არ უნდა იყოს იშვიათი, რადგან იშვიათ ფრინველებზე დაკვირვება და მათი ქცევის შესწავლა ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია.
10 მიზეზი, თუ რატომ არიან ფრინველები ეკოსისტემის შეფასების კარგი ინდიკატორები

- ფრინველების ტაქსონომია კარგადაა ცნობილი და შედარებით სტაბილურია. ფრინველთა სახეობების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში სულ რაღაც 5-8%-ით გაიზარდა. ხოლო ძუძუმწოვრებისა და ამფიბიების – 15-24%-ით
- ფრინველების გავრცელება, ეკოლოგია და სიცოცხლის ციკლი კარგადაა შესწავლილი. ყოველ წელიწადს ფრინველების შესახებ 16 000-მდე სამეცნიერო სტატია ქვეყნდება
- ფრინველები
ს ინდენტიფიცირება, გამოკვლევა და შესწავლა შედარებით მარტივია. აგრეთვე არსებობს ძველი მონაცემების დიდი ბაზა, უამრავი სახეობის შესახებ
- ფრინველები თითქმის ყველა საარსებო არეალში გვხვდებიან. არსებობს მსოფლიოში 10 000-მდე სახეობაა გავრცელებული, ერთ ქვეყანაზე კი საშულად 400 სახეობა მოდის
- ფრინველთა ჰაბიტატისადმი მოთხოვნილება სპეციალიზირებულია
- ფრინველები ხშირ შემთხვევაში კვებითი ჯაჭვის მაღალ საფეხურებზე დგანან. ამიტომ მგრძნობიარენი არიან ეკოსისტემაში მომხდარ ცვლილებებზე
- ფრინველთა პოპულაციების ტენდენციები, სხვა ცხოველების (ქვეწარმავლების, ამფიბიების, ძუძუმწოვრების…) პოპულაციების ტენდენციებსაც გამოხატავს
- ფრინველები ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი არიან, მაგ: ბერდვოჩინგი რომელიც ეკოტურიზმის თანამედროვე მიმართულებად წარმოადგენს .
- ფრინველთა გავრცელება, როგორც წესი, ასახავს ველური ბუნების სხვა წარმომადგენლების გავრცელებასაც (ძუძუმწოვრები, ამფიბიები, რეპტილიები, მწერები და ა.შ.)
- ფრინველები ველური ბუნების გამორჩეული წარმომადგენლები არიან და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 20% და ბრიტანეთის მოსახლეობის 30% ფრინველებს კვებავს ან აკვირდება.
ფრინველებსა და მათ საარსებო არეალს შორის მჭირდო დამოკიდებულება, ფრინველებს ძალიან სასარგებლოს ხდის გარემოს შეფასებისთვის. ასეთ დროს ისინი არიან ინდოკატორები, გარემო პირობების გაუმჯობესებისა თუ გაუარესების. ამით ისინი დიდ სამსახურს უწევენ როგორც საარსებო არეალს, ასევე ადამიანებს.





