მიმართვა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
ბატონ ლევან დავითაშვილს,
ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამისა და კრწანისის ტყე-პარკის აღდგენისა და განვითარების პროექტის შესახებ.
გამოიკვეთა რამდენიმე ასპექტი, რომელთან დაგაკვშრებითაც გვესაჭიროება თქვენი კომპეტენტური აზრი.
1) ზემოთხსენებული პროექტების ჩამოყალიბების წინასწარი განხილვა მოხდა თუ არა არასამთავრობო ან სხვა ორგანიზაციებთან ერთად? რა იყო მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივებთან ერთად საშუალება არ მოგვეცა პროექტის საჯარო განხილვის, მასზე შენიშვნების მიღების და მათი ანალიზის შესაძლებლობა.
2) „…ეს იქნება მართლაც გამორჩეული ადგილი ეკოლოგიურობის თვალსაზრისით როგორც ქალაქისთვის ის ქალაქის სტუმრებისთვის. ეს იქნება ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილები სადაც ჩვენ გვექნებაროგორც ფლორის ისევე გაუნის სახეობების მონახულების საშუალება ცოცხალი ბაზრობა…“
რა იგულისხმება ნათქვამში „ცოცხალი ბაზრობა“?
3) განსაზღვრული არის თუ არა ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის სტრატეგიული დოკუმენტი?
იმ შემთხვევაში თუ არსებობს, სად შეიძლება გავეცნოთ, რადგან გვაინტერესებს თუ რა სამუშაოები და აღდგენით აქტივობები იქნება ჩატარებული, ვის მიერ და რაზე დაყრდნობით.
წინასწარ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის,
პატივისცემით,
ალბინა მამედოვა
IBA(ფმა) პროგრამის კოორდინატორი
ტელ: +995 558 043 404
Email [email protected]





