OFFICE@SABUKO.GE
  • English
  • Georgian
  • MY MEMBERSHIP AREA

SABUKO

SABUKO

SABUKO

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia
11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi, Georgia

Open in Google Maps
  • ABOUT US
    • OUR MISSION
    • OUR TEAM
    • OUR PARTNERS
    • OUR DONORS
    • VACANCIES
    • INTERNSHIPS
  • WHAT WE DO
    • ONGOING PROJECTS
    • PAST PROJECTS
    • EXPEDITIONS
    • DOCUMENTS & REPORTS
    • PUBLICATIONS
  • OUR BLOG

    GET A FREE QUOTE

    Please fill this for and we'll get back to you as soon as possible!

  • BIRDS
    • SPECIES
    • IBAs
    • BIRD RINGING
    • MAIN THREATS
    • BIRD CHECKLIST
    • HOTSPOTS
  • EDUCATION
    • CAMPAIGNS
    • FOR YOUTH
    • FOR EDUCATORS
  • MEMBERSHIP
  • CONTACT US
DONATENOW
  • Home
  • BLOG & STORIES
  • news
  • Caucasian Grouse
10 December, 2019

Caucasian Grouse

by Sabuko Team / Tuesday, 27 February 2018 / Published in news

კავკასიური როჭო Lyrurus mlokosiewiczi ქათმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, საკმაოდ დიდი ზომის ფრინველია, რომლის წონაც 600-1,100 გრ-ამდე მერყეობს.

ის კავკასიის რეგიონის ენდემურ სახეობად ითვლება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს მასშტაბით გვხვდება მხოლოდ კავკასიის მთიანეთში, როგორც დიდ, ასევე მცირე კავკასიონზე.   ქვეყნების მიხედვით გავრცელებულია: საქართველო (7,551-15,759 მოტიხტიხე მამრი), აზერბაიჯანი (700-3,000 მოტიხტიხე მამრი), რუსეთი (1,500-3,500 მოტიხტიხე მამრი), სომხეთი (200-400 მოტიხტიხე მამრი), თურქეთი (1,500-2,800 მოტიხტიხე მამრი) და მცირე რაოდენობით ირანში (500 ინდივიდზე ნაკლები). მისი საშუალო პოპულაცია  34,500-76,500 ინდივიდს უდრის.  (Gavashelishvili and Javakhishvili 2010)

მისი ადგილსამყოფელი, ანუ ჰაბიტატი სუბ-ალპური და ალპური  ზონებია (ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე) უმეტეს შემთხვევაში გვხვდება დეკიანი მასივებში (Rhododendron), სუბ-ალპური ტყის ზოლში, არყნარებსა და მათ შორის არსებულ მინდვრებში. ასეთი ადგილები დიდი კავკასიონის თითქმის მთელს ზოლში გვხვდება, ხოლო მცირე კავკასიოზე შედარებით ფრაგმენტირებული პოპულაციების სახით არის გავრცელებული. იკვებება  უმეტესად ალპურ მცენარეთა თესლებისა, კვირტებისა, მათი მწვანე ნაწილებისა და ყვავილებისაგან. ასევე უარს არ  ამბობს  კენკრასა და ხანდახან მწერებზეც.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, როგორც კი მთის ფერდობებზე თოვლი დნობას იწყებს როჭოები შეწყვილებისთვის მზადებას იწყებენ. მამრები გარკვეულ ადგილებზე იკრიბებიან   და მდედრებისთვის თავის მოსაწონებლად ემზადებიან. ამ პროცესს ტიხტიხი ქვია, ხოლო შეკრების ადგილებს სატიხტიხოები. ყველა მამრი იკავებს საკუთარ ადგილს და საკუთარი ძალისა და სილამაზის დემონსტრირებას იწყებს. გაფხორილი როჭო თავისი ადგილიდან მაღლა ხტება, ბრუნს აკეთებს და ისევ უკან მიწაზე ეშვება, თან ამ დროს მეტი ეფექტის მოსახდენად ფრთებს ძლიერად აფართხუნებს და სტნევისმაგვარ ხმას გამოსცემს. ხშირად სატიხტიხო ადგილები წლების განმავლობაში არ იცვლება, ასე რომ თუ ერთხელ შეესწარით ამ საოცარ სანახაობას დიდი შანსია წლების შემდეგ იმავე ადგილას ისევ ნახოთ მოტიხტიხე როჭოები და დატკბეთ ამ მართლაც საოცარი სანახაობით.

მაისის მეორე ნახევარიდან მდედრები კვერცხის დებას იწყებენ . ბუდეს მტაცებლისგან ან სხვა შემწუხებლისგან მიუდგომელ, მაღალ ბალახებში, ბუჩქნარებსა და ქვაყრილებში იკეთებენ. ადგილის შერჩევის შემდეგ იწყებს მარტივი ბუდის შენებას რომელიც მცირე ზომის ტოტებით, ბალახით, ბუმბულითა და ბეწვებით არის ამოფენილი. მდედრი როჭო დებს საშუალოდ 6-11 კვერცხს და ინკუბაცია (კრუხობა) დაახლეობით 1 თვემდე გრძელდება. გამოჩეკვიდან 1-2 დღეში წიწილებს მშობლის დევნა შეუძლიათ და მალევე დამოუკიდებელბი ხდებიან.

@დაჩი შოშიტაშვილი, ყაზბეგი 2017წ.

სუსხიანი შემოდგომის დადგომასთან ერთად მამრები და მდედრები ცალცალკე გუნდებს ქმნიან და ხანგრძლივი განშორებისათვის ემზადებიან. ამ დროს, თბილ ამინდებში შესაძლოა ტიხტიხის იმიტაციაც ნახოთ, რაც ახალგაზრდა მამრების ძალების მოსინჯვით და სატიხტიხო რიტუალების სწავლით არის განპირობებული.

გავრცელების ვიწრო არეალისა და ადგილსამყოფელის დეგრადაციის გამო იგი გადაშენების საფრთხის წინაშეა.  შეტანილია როგორც საქართველოს წითელ ნუსხაში, ასევე  გლობალურად საფრთხესთან მიახლოვებულის სტატუსი აქვს მინიჭებული (Near Threatened NT) (www.iucnredlist.org). ასევე შესულია მისი გავრცელების ყველა ქვეყნის წითელ ნუსხაში. ეს კი ნათლად მიუთითებს, რომ მის გადასარჩენად განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. მისი გავრცელების არეალის ნახევარზე მეტი ჩვენს, საქართველოს ტერიტორიაზეა, ეს კი განსაკუთრებით ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას რომ მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ეს ფრინველი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • http://www.iucnredlist.org/details/22679483/0
  • კავკასიური როჭო, სერია – საქართველოს ბუნება. საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი და ბუნება პრინტი.

What you can read next

World Migratory Bird Day
SABUKO has been granted the observer status of COP 14
SABUKO’s internship program for young biologists

GET A FREE QUOTE

Please fill this for and we'll get back to you as soon as possible!

ABOUT US

SABUKO (Society for Nature Conservation) is Birdlife Partner in Georgia. Our main directions is conservation of species and their habitats. Our mission is to promote the conservation of wildlife in Georgia and to increase the valuation of nature by the public and to encourage the sustainable use of natural resources.

NEWSLETTER SIGNUP

By subscribing to our mailing list you will always be update with the latest news from us.

We never spam!

GET IN TOUCH

T (+995) 577 960 559
Email: office@sabuko.ge

11/13 Navtlughi street, 0190 Tbilisi ׀ Georgia

Open in Google Maps

  • GET SOCIAL

SABUKO © 2019 All rights reserved.

TOP