საბუკოს სტაჟირების პროგრამა ახალგაზრდა ბიოლოგებისათვის
ხუთშაბათი, 02 მაისი 2019 ავტორი Sabuko Team
საბუკო ჭაჭუნას აღკვეთილში „მდინარე ივრის ჭალის ტყეებისა და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტის“ ფარგლებში ახორციელებს საძოვრების მდგომარეობის შესწავლას. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას იღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სოფიო მაღლაკელიძე და რევაზ კვარაცხელია. გიზიარებთ ტრენინგის გავლის პერიოდში მიღებულ სტუდენტთა შთაბეჭდილებებს. „აპრილში ჩავედით დედოფლისწყაროში, საიდანაც გავემართეთ ჭაჭუნას აღკვეთილისკენ. ჩასვლის დღეს საბუკოს თანამშრომლებთან ერთად მოვაწყვეთ
- რუბრიკა News, ახალგაზრდებისთვის, მიმდინარე პროექტები



